უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. Europetime-ს ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
„უკრაინაში საქართველოს საელჩო საქმის კურსშია აღნიშნული ფაქტის შესახებ და კონტაქტზეა ოჯახის წევრებთან. დაიწყება შესაბამისი პროცედურები“, - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
მანამდე, უკრაინაში 4 ქართველი მებრძოლი დაიღუპა - გია ბერიაშვილი, დავით რატიანი, დავით გობეჯიშვილი და ბახვა ჩიქობავა. ბერიაშვილი, რატიანი და გობეჯიშვილი საქართველოში ჩამოასვენეს - ჯერჯერობით, ვერ ხერხდება ბახვა ჩიქობავას ჩამოსვენება.
ასევე წაიკითხეთ